ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 6 ივლისი, 1970 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ |
საქმიანობა | ჟურნალისტი, პოლიტიკური მოღვაწე |
ირმა ინაშვილი (დ. 6 ივლისი, 1970, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი 2014 წლიდან. საქართველოს პარლამენტის IX და X მოწვევების დეპუტატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1993–2005 წლებში იყო სახელმწიფო ტელევიზია „პირველი არხის“ მთავარი რედაქტორი, 2003–2010 წლებში — მედია-კავშირ „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი, 2010–2012 წლებში — ამავე კომპანიის პროგრამების დირექტორი, 2013–2014 წლებში — „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2018 წლის 14 მაისიდან — განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი. 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 21 მაისამდე იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 4 იანვრამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.[1] სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა გოჩა თევდორაძესთან და გიორგი ლომიასთან ერთად საკუთარი განცხადების საფუძველზე (გაყალბებული არჩევნების მოტივით) შეუჩერა.[2]
საპატიო წოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი;
- ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი;
- აფხაზეთის ომის ვეტერანი;
- ჟურნალისტური პრემია „ოქროს ფრთა“;
- გიორგი სააკაძის მედალი პროფესიული თავდადებისთვის;
- ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მედალი პროფესიული სიმამაცისთვის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირმა ინაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირმა ინაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.
- ↑ „პარლამენტმა ინაშვილს, ლომიას და თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა“. netgazeti.ge. 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)
|
- დაბადებული 6 ივლისი
- დაბადებული 1970
- თბილისში დაბადებულები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ქართველი ჟურნალისტები
- ქართველი პოლიტიკოსი ქალები
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი ქალები
- საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი ქალები