სოლომონ პავლიაშვილი
სოლომონ პავლიაშვილი | |
![]() | |
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 დეკემბერი, 2017 – დღემდე | |
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი, 2017 – 15 დეკემბერი, 2017 | |
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2001 – 2003 | |
დაბადებული | 24 აგვისტო, 1959 კაკაბეთი, საგარეჯოს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | ![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | ეკონომისტი |
სოლომონ პავლიაშვილი (დ. 24 აგვისტო, 1959, კაკაბეთი, საგარეჯოს რაიონი) — ქართველი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2021), საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. V მოწვევის პარლამენტის წევრი 1999-2001 წლებში.[1] გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე 2017 წლის 15 დეკემბრიდან.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოლომონ პავლიაშვილი დაიბადა 1959 წლის 24 აგვისტოს. 1982-1986 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1995-1999 წლებში — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1994 წელს გაიარა საჯარო სექტორის მენეჯმენტის სასწავლო პროგრამა, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა (TACIS; დიდი ბრიტანეთი, ჩრდ. ირლანდია); 1990-1992 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. 1976-1982 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტის სტუდენტი. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.[2]
2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. 2016-2017 წლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 2016 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი. 2011-2016 წლებში თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; 2003-2004 წლებში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.[2]
2001-2003 წლებში საქართველოს ქონების მართვის მინისტრი; 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (საგარეჯოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1993-1999 წლებში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, სოციალური დაზღვევის ინსპექციის უფროსი; 1986 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1982-1984 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის და მართვის კათედრის ასისტენტი.[2]
1999 წელს მიიღო საქართველოს პრეზიდენტის პირველი ხარისხის სამეცნიერო სტიპენდია. 2019 წელს დაჯილდოვდა ეკონომიკური მეცნიერების დარგში პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიით ნაშრომისთვის — „საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი: პრობლემები და პერსპექტივები“.
გამოქვეყნებული აქვს 13 მონოგრაფია და ასამდე სამეცნიერო პუბლიკაცია მაკროეკონომიკის, აგრარული მეცნიერებების, გარემოს დაცვის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სოლომონ პავლიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სოლომონ პავლიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ სოლომონ პავლიაშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2018.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 სოლომონ პავლიაშვილი — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-04. ციტირების თარიღი: 2018-04-24.
|