შინაარსზე გადასვლა

აკაკი გასვიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკაკი გასვიანი
დაბადების თარიღი 23 იანვარი, 1938
დაბადების ადგილი ხალდე, მესტიის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 26 ივნისი, 2021 (83 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი →
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

აკაკი გასვიანი (დ. 23 იანვარი, 1938, სოფელი ხალდე, მესტიის რაიონი — გ. 26 ივნისი, 2021) — ქართველი ისტორიკოსი, პოლიტიკოსი.

1960 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი.

იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებური ბრიგადის მეორე ბატალიონის უფროსი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

1998 წლის 23 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოვდა II ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით[1].

1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

გარდაიცვალა 2021 წლის 26 ივნისს, 83 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ გაზ. აფხაზეთის ხმა, №18, 1 მაისი, 1998 წელი