ზურაბ ტყემალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზურაბ ტყემალაძე
ზურაბ ტყემალაძე.jpg
დაბ. თარიღი 18 იანვარი, 1944
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველო
განათლება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლები
პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
საქმიანობა პარტიის თავმჯდომარე
შვილები 2

ზურაბ ტყემალაძე (დ. 18 იანვარი, 1944, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის (1999, 2004, 2012) დეპუტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 53-ე საშუალო სკოლა. 1965 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით. 1965-1992 წლებში მუშაობდა სამტრესტის სხვადასხვა ღვინის ქარხნებში. 1992 წლიდან იყო საქართველოში პირველი პრივატიზირებული საწარმოს შ.პ.ს. „სამების“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო 1995 წლიდან - გენერალური დირექტორი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს წევრი.

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და იყო ამ მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილე. 20042008 წლებში ასევე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე. 2005 წელს აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ. 2012 წლიდან არის 10/2012 - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

სამეცნიერო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ ტყემალაძეს მინიჭებული აქვს პროფესორის წოდება. ის არის 20-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი, გამომგონებელი და 15-მდე ქართული ღვინის მარკის ავტორი. ტყემალაძე არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი; ბიზნეს მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

პირადი და ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყემალაძე არის საქველმოქმედო საზოგადოება „თბილისელის“ საპატიო წევრი. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]