შინაარსზე გადასვლა

ზურაბ ანდრიაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ ანდრიაძე
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1949 (1949-03-03) (77 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ზურაბ ანდრიაძე (დ. 3 მარტი, 1949, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“. რუსთაველის საზოგადოებისაგან, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]