თენგიზ ხახვა
თენგიზ ხახვა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 თებერვალი, 1952 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | ბელორუსიის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. |
ეროვნება | ქართველი |
თენგიზ ხახვა (დ. 3 თებერვალი, 1952) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა ბელორუსიის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1973-1986 წლებში იყო ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინჟინერი, სახალხო კონტროლის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პარტიული კომიტეტის მდივანი, საქართველოს კომუნისტური პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი, სექტორის გამგე, განყოფილების გამგის მოადგილე, ბათუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, 1986-1990 წლებში იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსპექტორი, აჭარის საოლქო კომიტეტის მდივანი, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი ორგანიზატორი, აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.