რომან მიმინოშვილი
რომან მიმინოშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 მაისი, 1928 |
დაბადების ადგილი |
სუჯუნა, აბაშის რაიონი, ![]() ![]() |
გარდაცვალების თარიღი | 3 მარტი, 1998 (69 წლის) |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
რომან მიმინოშვილი (დ. 3 მაისი, 1928, სოფელი სუჯუნა, აბაშის რაიონი — გ. 3 მარტი, 1998) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, ფილოლოგი.
1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1958 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1974 წლიდან — საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილების გამგის მოადგილეა. პირველი ლექსი 1945 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ელადის მუზა“ (ანტიკური ბერძნული პოეზიის ანთოლოგია) —1963 წელს. მასვე ეკუთვნის ნაშრომები „იოანე დამასკელის „გარდამოცემის“ ქართული თარგმანები“ (1966), „მოძმე ლიტერატურათა მეგობრობა“ (1972, რუსულ ენაზე; თანაავტორი იგორ ბოგომოლოვი), „გვიამბობს მოხუცი ჰომეროსი“ (1978), იუმორისტულ ნაწარმოებთა კრებული „ბურთი ჩვენი არსობისა“ (1970). ქართულად თარგმნა ვერგილიუსის „ენეიდა“ (1976) და ჰომეროსის „ილიადა“ (1979). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
თბილისში არსებობს რომან მიმინოშვილის ქუჩა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რომან მიმინოშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რომან მიმინოშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
- რომან მიმინოშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევა)
|