ლევან ვეფხვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლევან ვეფხვაძე
დაბ. თარიღი 4 ოქტომბერი, 1974 (1974-10-04) (45 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
საქმიანობა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი

ლევან ვეფხვაძე (დ. 4 ოქტომბერი, 1974, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს წითელი დიპლომით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 1997 წელს იმავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი. 1995-1996 წლებში იყოს თსუ სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირის პრეზიდენტი. 1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პრეს-მდივანად. 2000-2001 წლებში იყო საქართველოს ევროატლანტიკურ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.

2001 წლიდან დაიწყო მუშაობა ტელევიზიაში. იყო TBC-TV სტუდიის გადაცემის „რას ფიქრობს ხალხი“ მთავარი კონსულტანტი; 2002-2003 წლებში ტელეკომპანია „მზეს“, საინფორმაციო გადაცემა „მზერას“ პროდიუსერი; 2003-2008 წლებში ტელეკომპანია „იმედის“, საკვირაო გადაცემა „დროებას“ პროდიუსერი, ხოლო 2006-2008 წლებში - ამავე არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორის მოადგილე.

2008 წლის თებერვალში ამავე გადაცემის წამყვან გიორგი თარგამაძესთან და სხვა ჟურნალისტებთან ერთად ჩამოაყალიბა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რომელმაც იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ხმათა 8,66% და ვეფხვაძე გახდა პარლამენტის წევრი.

2008 წლის ივლისიდან ასრულებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას.

2012 წელს საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობამ ვერ გადალახა პარლამენტში მოხვედრისთვის საჭირო 5% იანი ბარიერი, რის შემდეგაც ლევან ვეფხვაძემ დატოვა საქართველო და დიდი ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც 2014-2016 წლებში წარმატებით დაამთავრა გლობალური ენერგო მენეჯმენტისა და რაოდენობრივი ფინანსების სამაგისტრო კურსები (გლაზგო, სტრატკლაიდის უნივერსიტეტი).

2016-2018 წლებში დაინიშნა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრად და ასრულებდა სტრატეგიულ საკითხებში გენერალური დირექტორის მრჩევლის მოვალეობას.

2018 წელს დაინიშნა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალურ დირექტორად.

ამასთან, 2017 წლის დეკემბრში აირჩიეს საქართველოს განხლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარედ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]