გურამ ბერიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გურამ ბერიშვილი
დაბ. თარიღი 20 ნოემბერი, 1933
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 4 ოქტომბერი, 2020 (86 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
სამეცნიერო სფერო მათემატიკა
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
სამეცნიერო წოდება პროფესორი

გურამ ბერიშვილი (დ. 20 ნოემბერი, 1933, თბილისი — გ. 4 ოქტომბერი, 2020)[1]ქართველი მათემატიკოსი და პოლიტიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურამ ბერიშვილი დაიბადა 1933 წლის 20 ნოემბერი, თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 1962 წელს — ასპირანტურა.

სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა 1962 წლიდან. იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი 1992 წელს. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „სოციალისტური პარტია“. 1996-2000 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციის განყოფილების გამგე. საქართველოში კატეგორიათა თეორიის განვითარების ინიციატორი, კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, სამეცნიერო შრომებისა და სახელმძღვანელოების ავტორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი — გვ. 91, თბ.-2015

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართველი მეცნიერი, მათემატიკოსი გურამ ბერიშვილი გარდაიცვალა. ipress.ge (2020-10-05). ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2020.