თენგიზ დიხამინჯია
იერსახე
თენგიზ დიხამინჯია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 აპრილი, 1957 |
დაბადების ადგილი |
თბილისი, ![]() ![]() |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
თენგიზ დიხამინჯია (დ. 18 აპრილი, 1957) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1981-1987 წლებში იყო სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის, სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება „ელვის“ ინჟინერი, პროფესიული ორიენტაციის ცენტრის უფროსი მეთოდისტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრესცენტრის ხელმძღვანელი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ ქარტია – 91“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თენგიზ დიხამინჯია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თენგიზ დიხამინჯია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა)
- თენგიზ დიხამინჯია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
|