მზექალა შანიძე
მზექალა შანიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 16 იანვარი, 1926 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
საქმიანობა | ენათმეცნიერი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
მამა | აკაკი შანიძე |
ჯილდოები |
მზექალა შანიძე (დ. 16 იანვარი, 1926, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი.
1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი“ (1990), „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005).
1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში“. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები“, დაიცვა 1974 წელს. მზექალა შანიძე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
1996 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1990 წელს კი აკაკი შანიძის სახელობის პრემია. 2021 წელს გადაეცა თამარ მეფის ორდენი „ქართველოლოგიის განვითარებაში, ძველი და ახალი ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის“.[1] 2024 წელს მიენიჭა ილიას მედალი, „მარად და ყველაგან, საქართველო, მე ვარ შენთანა“ (საგურამოს პრემიის ფარგლებში), ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული ფსალმუნის სიმფონია : მასალები ადრეული ვერსიებისათვის და გიორგი მთაწმიდლისეული რედაქციის სიმფონია (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2010. - 383გვ.. - ISBN: 978-9941-416-50-7
- სიტყუაი ართრონთათვის : ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი (ავტორი). - თბილისი, სახ. უნ-ტის გამ-ბა, 1990. - 248გვ.
- ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1979. - 230გვ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მზექალა შანიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მზექალა შანიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბოგვერაძე, მარიამ (9 მარტი, 2021). „პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მომუშავე 8 ქალი დააჯილდოვა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)
|
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 16 იანვარი
- დაბადებული 1926
- ქართველი ენათმეცნიერები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2015)
- საქართველოს რესპუბლიკის I მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- თამარ მეფის ორდენის მფლობელები
- საგურამოს პრემიის ლაურეატები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- თბილისში დაბადებულები
- შანიძეები