ვალერი გელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვალერი გელაშვილი
საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2008 – 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი
წინამორბედისერგო ქიტიაშვილი
მემკვიდრესიმონ ნოზაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 აპრილი, 2004 – 31 მარტი, 2006
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
წინამორბედივალერი გელაშვილი
მემკვიდრესერგო ქიტიაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ნოემბერი, 1999 – 22 აპრილი, 2004
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედიმიხეილ ოსაძე
მემკვიდრევალერი გელაშვილი

დაბადებული18 იანვარი, 1960 (1960-01-18) (61 წლის)
ქ. ხაშური, ხაშურის რაიონი
საარჩევნი ოლქიხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებასაქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი
საქმიანობაბიზნესმენი, პოლიტიკოსი

ვალერი გელაშვილი (დ. 18 იანვარი, 1960, ხაშური) — ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ოთხგზის 1999, 2003, 2012, 2016 წევრი. გელაშვილს ეკუთვნოდა სამშენებლო კომპანია „ევრა“,რომელიც 2005 წელს აშენებდა ავლაბრის რეზიდენციას, თუმცა კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დავა წარმოიშვა და მშენებლობა სხვა კომპანიას გადაეცა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალერი გელაშვილი დაიბადა 1960 წლის 18 იანვარს, ხაშურში. 1976 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის ხაშურის №3 საშუალო სკოლა; 1977-1981 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, მასწავლებლის სპეციალობაზე. 1981-1991 წლებში მუშაობდა ფიზიკური კულტურის მასწავლებლად; 1991-1999 წლებში იყო დახურული სააქციო საზოგადოება V&G-ს გენერალური დირექტორი; 1999-2004 წლებში იყო ხაშურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტში. 2004 -2006 წლებში კვლავ გახდა საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი. 2005 წლის 14 ივლისს მას თავს დაესხნენ. 2006 წელს პარლამენტმა მას უფლებამოსილება შეუწყვიტა.[1][2] 2006-2012 წლებში დაუბრუნდა დსს V&G-ს გენერალური დირექტორის პოსტს. 2011-2012 წლებში კი იყო შპს „ევრას“ დირექტორი; 2012 წლიდან არის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრი;[3] 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხაშურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. [4] 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]