მელიქ რაისიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მელიქ რაისიანი
დაბადების თარიღი 11 აპრილი, 1961 (1961-04-11) (59 წლის)
დაბადების ადგილი ახალქალაქი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ერევნის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი
ეროვნება სომეხი

მელიქ რაისიანი (დ. 11 აპრილი, 1961, ახალქალაქი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა ერევნის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის საფინანსო აღრიცხვის დაკულტეტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ახალქალაქის მაჟორიტარი), იგივე საარჩევნო ბლოკიდან. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]