ჯემალ საჯაია
ჯემალ საჯაია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 მარტი, 1947 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
ჯემალ საჯაია (დ. 23 მარტი, 1947) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1964-1987 წლებში იყო სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის სანერგო მეურნეობის მუშა, სოხუმის რაიონის მეცხოველეობის კომპლექსის მუშაკი, ამ კომპლექსის განყოფილების გამგე, დირექტორი, 1987 წლიდან სოხუმის რაიონის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). იყო 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (სოხუმის მაჟორიტარი) და 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (სოხუმის მაჟორიტარი). 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯემალ საჯაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა)
- ჯემალ საჯაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
- ჯემალ საჯაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევა)
- ჯემალ საჯაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
|
|
|