კობა ამირხანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კობა ამირხანაშვილი (დ. 5 აგვისტო, 1954, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი და ფიზიკოსი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი 1976 წელს; მოსკოვის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს; დოქტორანტურა 1994 წელს. 1976-1978 წლებში სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი; 1978 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; საქართველოში კომპიუტერული ქიმიის დამაარსებელი და 1978 წლიდან ამავე სახელწოდების ლაბორატორიის გამგე; 2006 წლიდან მეცნიერ-კონსულტანტი. 1985 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ფიზიკური ქიმიისა და სპეცკურსებს მაგისტრანტებისათვის უმაღლეს სასწავლებლებში. საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-99, 1999-2004 წლებში; 1999-2004 წლებში სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი; 2015 წლიდან საქართველოს პარლამენტართა პალატის თავმჯდომარე;

1998 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველოში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის „დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის“ დამაარსებელი და მისი პრეზიდენტი. კობა ამირხანაშვილი არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და წიგნების ავტორი. 2001 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ჰყავს მეუღლე და შვილები — გიორგი, ნიკოლოზი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., გვ. 15, 1998-1999.