სალომე სამადაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალომე სამადაშვილი
დაბადების თარიღი 2 აპრილი, 1976 (1976-04-02) (48 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
განათლება Allegheny College
ეროვნება ქართველი
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (2016-2021)
„ლელო საქართველოსთვის“ (2022-დღემდე)
საქმიანობა პოლიტიკოსი, იურისტი

სალომე სამადაშვილი (დ. 2 აპრილი, 1976, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ[1]) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს 3 მოწვევის (2004, 2016, 2020) პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალომე სამადაშვილი დაიბადა 1976 წლის 2 აპრილს. მან დაამთავრა ალეგენის კოლეჯი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი და ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტი. 1994-1995 წლებში იგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის თარჯიმანი და პროგრამის ასისტენტი. 1997-1998 წლებში იყო მონტარეის ჰერბერტ სკოვილის სახელობის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მკვლევარი. 1998 წელს იყო კანცელარიის გამგე საქართველოს საელჩოში აშშ-ში.

1999-2001 წლებში იყო ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორის თანაშემწე, 2000-2001 წლებში — „კარანა კორპორაციის“ კონსულტანტი სამართლებრივი რეფორმის დარგში, 2001-2002 წლებში — ვაშინგტონის საერთაშორისო განათლებისა და ხელოვნების ცენტრის პროგრამის სპეციალისტი, 2002-2004 წლებში — აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი (საქართველო, ყაზახეთი), 2004-2005 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2005-2007 წლებში — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.

2013-2014 წლებში იგი იყო ვილფრედ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრის საპატიო მოწვეული მკვლევარი, 2015 წელს იყო აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ლიბიის მმართველობის პროგრამის დირექტორი (მალტა-ტრიპოლი, ლიბია). 2016 წლიდან იგი არის არასამთავრობო ორგანიზაციის „სტრატეგიული კომინიკაციისა და დემოკრატიის ცენტრი“ და საკონსულტაციო ფირმის „Samadashvili International Consultants“ დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი. სალომე სამადაშვილი არის საქართველოს უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2016 წლის 5 მაისიდან იგი არის საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წლიდან იკავებდა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. 2017 წლის 13 თებერვლიდან იყო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[2] 2021 წლის 12 მაისს ოფიციალურად დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.[3] 2022 წლის 2 თებერვალს, სალომე სამადაშვილი შეუერთდა პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ და პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა.[4]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სალომე სამადაშვილი — ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-29. ციტირების თარიღი: 2020-10-16.
  2. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
  3. სალომე სამადაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა (2021-05-12).
  4. „სალომე სამადაშვილი ლელოს პოლიტიკური მდივანი გახდა“. Civil.ge. 2 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 14 ივლისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)