ბიძინა გეგიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბიძინა გეგიძე
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1958 (1958-03-03) (62 წლის)
დაბადების ადგილი სოფ. სამება, ჩოხატაურის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება“
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი

ბიძინა გეგიძე (დ. 3 მარტი, 1958, სოფ. სამება, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი.

1980 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1978-1981 წლებში იყო წარმატებული რაგბისტი; 1980-1990 წლებში საპროექტო ინსტიტუტის კონსტრუქტორი; 1990-1992 წლებში ფირმა „ათინათის“ მენეჯერი; 1991-1992 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომერციულ სამმართველოში პროექტის მენეჯერი; 1993-1995 წლებში შპს „გუმარის“ გენერალური დირექტორი; 1996-2004 წლებში საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ის დამფუძნებელი; 2002-2006 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი; 1995-2007 წლებში კინოსტუდია „აისის“ დამფუძნებელი; არის მხატვრული ფილმი „წარსულის აჩრდილების“ პროდიუსერი; 2014-2016 წლებში „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე; პარტია „ახალი მემარჯვენეების“, საზოგადოებრივი მოძრაობების — „დაიცავი საქართველოსა“ და „სახალხო პატრულის“ დამფუძნებელი; მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. 2016 წლიდან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1978 — საქართველოს თასი
  • 1979 — საქართველოს თასი
  • 1980 — საქართველოს თასი
  • 1981 — სსრკ ჩემპიონატი (რაგბი), ბრინჯაოს მედალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]