ნიკა მელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკა (ნიკანორ) მელია
Nika Melia.jpg
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1979 (1979-12-21) (40 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია
ეროვნება ქართველები
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქმიანობა იურისტი, პოლიტიკოსი

ნიკანორ (ნიკა) მელია (დ. 21 დეკემბერი, 1979) — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წლიდან 2019 წლამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკანორ მელია დაიბადა 1979 წლის 21 დეკემბერს. 2002 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2002-2003 წლებში იგი იყო საქართველოს უშიშროების სამინისტროს გამომძიებელი. 2007 წელს მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში მრჩევლად. 2008-2009 წლებში მუშაობდა ეროვნულ აღსრულების ბიუროში უფროსის მოადგილედ. 2009-2010 წლებში იყო ეროვნული აღსრულების ბიუროს უფროსი. 2010 წელს იგი იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. 2010 წელს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსად, 2010-2012 წლებში კი ამავე ბიუროს თავმჯდომარედ; 2013-2014 წლებში იყო მთაწმინდის გამგებელი. 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით.[1][2][3] 26 ივნისს პარლამენტმა საგანგებო სესიაზე, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა სასამართლომ ის დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. [4] 2019 წლის 12 ნოემბერს პარლამენტარის უფლებამოსილობა შეუჩერდა, 88 დეპუტატმა მხარი დაუჭირა უფლებამოსილების შეჩერებას. [5]

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[6]

2020 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა პარტიული სიის მესამე ნომრად. [7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]