ფიქრია ჩიხრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფიქრია ჩიხრაძე (დ. 29 აპრილი, 1966) — ქართველი პოლიტიკოსი, პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი. 2015 წლის 12 ოქტომბრიდან — საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი (მხატვრული თარგმანის განყოფილება ინგლისური ენის განხრით). 1993 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტი.

1990-1996 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1990-1994 წლებში მუშაობდა თბილისის II ექსპერიმენტულ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1994-1995 წლებში იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ყოველდღიური გაზეთის ივერია ექსპრესის მთავარი რედაქტორი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იყო უნივერსიტეტის პრეს-კლუბის დამფუძნებელი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. წლების განმავლობაში მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების აღდგენა-გადარჩენისათვის.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დროებითი სტუდენტური კავშირი, წევრი (1991-1992)
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „სახალხო ფრაქცია“ წევრი (1999-2008)
  • ორგანიზაცია „საქართველო ნატოში“ გამგეობა, წევრი
  • პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“, თავმჯდომარე (2013-)
  • საქართველოს მე-4, მე-5, მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-2008)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ახალი მემარჯვენეები“, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე (1999-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიცია“, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს პოლიტიკური კლუბი, წევრი (1994-1996)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]