ნუგზარ აბულაშვილი
ნუგზარ აბულაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 სექტემბერი, 1973 |
დაბადების ადგილი | ჯუგაანი, სიღნაღის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებლები |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის წევრი |
ნუგზარ რობერტის ძე აბულაშვილი, (დ. 13 სექტემბერი, 1973, ჯუგაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის. მიიღო უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისტის სპციალობით. 1996-1999 წლებში მუშაობდა სიღნაღის მონადირეთა და მეთევზეთა საზოგადოების ეგერ-ინსპექტორად. 2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის სიღნაღის ბიუროში. 2004 წლის თებერვლიდან აპრილამდე მუშაობდა სოფელ ჯუგაანის საკრებულოს თავმჯდომარედ. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი სიღნაღის მაჟორიტარი. სხვადასხვა დროს იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნუგზარ აბულაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნუგზარ აბულაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
|