გია ნაცვლიშვილი
გია ნაცვლიშვილი (დ. 4 ივლისი, 1963, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკური მოღვაწე და სპორტსმენი (სამბო). ევროპის ჩემპიონი (1991), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1991), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1990), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.
1985 წელს დაამთავრა წითელი დროშის ორდენოსანი ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1988-2003 წლებში შპს „კავის“ პრეზიდენტი; 2001-2003 წლებში შპს „პირველი ლომის“ დირექტორი; 2003-2004 წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი; 2004 წელს ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი; 2004-2006 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “. 2006 წლის ნოემბრიდან კახეთის მხარის გუბერნატორი. პარლამენტში ასრულებდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას.
ძირითადი შედეგები სპორტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
სამბო | შამბერი, საფრანგეთი | მსოფლიო ჩემპიონატი (FMS) 1991 | -68 კგ | |
სამბო | ტურინი, იტალია | ევროპის ჩემპიონატი 1991 | -68 კგ |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გია ნაცვლიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გია ნაცვლიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)