კახა გეწაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კახა გეწაძე
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1972 (1972-01-01) (52 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სამედიცინო აკადემია
ეროვნება ქართველი

კახა გეწაძე (დ. 1 იანვარი, 1972, თბილისი) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.

1997 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[1] მან ხმების 26,99% (20764) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[2] მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]