შინაარსზე გადასვლა

ლერი ხაბელოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლერი ხაბელოვი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 5 ივლისი, 1964 (1964-07-05) (62 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
სიმაღლე 188
წონა 100
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი →
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი თავისუფალი ჭიდაობა
კლუბი შრომითი რეზერვები
ჯილდოები

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

საქართველოს ღირსების ორდენი
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ვერცხლისეული 1988.
ოქრობარსელონა 1992.

ლერი ხაბელოვი (დ. 5 ივლისი, 1964, თბილისი) — ქართველი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი (1992), იურისტი, პოლიტიკოსი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი 2012 წლიდან.

1985 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ხოლო 2000 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხაბელოვი არის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის მსოფლიოს ხუთგზის (1985, 1987, 1990, 1991, 1993) ჩემპიონი და ევროპის ოთხგზის (1985, 1987, 1988, 1992) ჩემპიონი. ლერი ხაბელოვი 1988 წელს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა, 1992 წელს კი — ოლიმპიური ჩემპიონი.

ხაბელოვი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, 1998–2004 წლებში — სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო 2004-2008 წლებში ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 2012 წლიდან არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (უკვე მესამე ვადით).[1]

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქარელის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

დაოჯახებულია, ჰყავს 5 შვილი. არის ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.

წელიტურნირიმასპინძელიწონითი
კატეგორია
ადგილი
1985ევროპის ჩემპიონატილაიფციგი, გდრ-100 კგ1st
1985მსოფლიო ჩემპიონატიბუდაპეშტი, უნგრეთი-100 კგ1st
1987ევროპის ჩემპიონატიველიკო-ტირნოვო, ბულგარეთი-100 კგ1st
1987მსოფლიო ჩემპიონატიკლერმონ-ფერანი, საფრანგეთი-100 კგ1st
1988ევროპის ჩემპიონატიმანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი-100 კგ1st
1988ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშებისეული, კორეა-100 კგ2nd
1990მსოფლიო ჩემპიონატიტოკიო, იაპონია-100 კგ1st
1991მსოფლიო ჩემპიონატივარნა, ბულგარეთი-100 კგ1st
1992ევროპის ჩემპიონატიკაპოშვარი, უნგრეთი-100 კგ1st
1992ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშებიბარსელონა, ესპანეთი-100 კგ1st

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა ლერი ხაბელოვი საქართველოს მესამე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ „ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი აირჩიეს“. www.mes.gov.ge. 1 სექტემბერი, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-28. ციტირების თარიღი: 28 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. ↑ დავით გობეჯიშვილი — საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი // „ლელო“, 1 იანვარი, 1991, № 1 (10414), გვ. 1.