ვახტანგ ბეგიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახტანგ ბეგიაშვილი
დაბადების თარიღი 27 აგვისტო, 1965 (1965-08-27) (58 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
ეროვნება ქართველი

ვახტანგ ბეგიაშვილი (დ. 27 აგვისტო, 1965, თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი, ეკონომისტი, მეწარმე, პოლიტიკოსი.

1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკის (მარკეტინგის) ფაკულტეტი ეკონომისტის სპეციალობით. 1998 წელს დაამთავრა ირბახის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით სამართალმცოდნე, იურისტის კვალივიკაციით. 1999 წელს კი ბოლონიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, მენეჯერის სპეციალობით. 2001 წელს — USAID-ის პროგრამა ენერგეტიკული უსაფრთხოების მართვა (სრული კურსი). 2002 წელს — TACIS-ის პროგრამა — ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგია. 2003 წელს — მსოფლიო ბანკიის პროგრამა ენერგეტიკული ბაზრის მხარდამჭერი პროექტი. 2007 წელს გაეროს განვითარების პროგრამა რისკების შეფასების ექსპერტი (სრული კურსი).

1982–1983 წლებში იყო ტრესტი „საქნავთობგეოფიზიკა“, სტაჟიორი. 1989–1990 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკური სტუდენტური სამშენებლო შტაბის ხელმძღვანელი; 1990–1991 წლებში იყო ს/გ „ავტოვაზსაქმრეწვი“, სამმართველოს უფროსი. 1991–1992 წლებში იყო სავაჭრო ცენტრი № 1 „თბილვაჭრობა“, დირექტორი. 1992–1993 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო მრჩეველი. 1993 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო აპარატთან არსებული თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 1993–1994 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის დავალებებისა და გადაწყვეტილებების ანალიზის კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი. 1992–1994 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 1992–1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისი, ვაკე მაჟორიტარი), საზღვარგარეთთან ურთიერთობის კომისიის, თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წევრი. 1995–2000 წლებში იყო ჰოლდინგური კომპანია „ვაკე 5“-ის წარმომადგენელი ევროპაში (ALBATROS s.r.l.), იტალია. 2001 წელს შპს „საქნავთობპროდუქტი“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი. 2001–2002 წლებში იყო „საქართველოს ელექტროეენერგიის საბითუმო ბაზარი“, დირექტორი; 2002 წელს ს. ს. „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“, დირექტორი. 2002–2004 წლებში იყო შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, გენერალური დირექტორი. 2004–2005 წლებში იყო შპს ჰოლდინგური კომპანია „მაკროენერჯი“, გენერალური დირექტორი. 2005–2008 წლებში იყო შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“, „გლობალ ტვ“, გენერალური დირექტორი. 2008–2011 წლებში იყო ჰოლდინგური კომპანია „მაკროენერჯი“, გენერალური დირექტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა — „საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მარკეტინგული კვლევა“, დაიცვა 2011 წელს. 2012 წელს მიენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი (შვეიცარია). 2013 წლიდან შპს „საქართველოს ბიზნეს ჯგუფი“, დირექტორი. ავტორია 5 წიგნის, 11 ნაშრომისა და 4 საერთაშორისო პატენტის. 1986–1987 წლებში იყო სამხედროვალდებული, ოფიცერი. აფხაზეთის ომის ვეტერანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]