ჯამბულ ბაკურაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯამბულ ბაკურაძე
დაბადების თარიღი 24 მარტი, 1944
გარდაცვალების თარიღი 17 ივლისი, 2020 (76 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ჯამბულ ბაკურაძე (დ. 24 მარტი, 1944, ლენტეხის რაიონი, — გ. 17 ივლისი, 2020[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, მეწარმე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობით. 1972–1977 წლებში თბილისის სავაჭრო ქსელში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 1985–1987 წლებში უნივერმაღ „თბილისის“ დირექტორის მოადგილე, დირექტორი იყო. 1988–1991 წლებში თბილისის ვაჭრობის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, ამავე სამმართველოს უფროსი. 1992 წლიდან ასოციაცია „არაგვი-77“-ის ვიცე-პრეზიდენტი. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. 2002 წლიდან — პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2003 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მინისტრი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებში (2004).რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე (2008-2012).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]