ლევან ვარდოსანიძე
იერსახე
ლევან ვარდოსანიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 ნოემბერი, 1925 |
დაბადების ადგილი | ტყიბული, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 6 იანვარი, 1996 (70 წლის) |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ინჟინერი, ეკონომისტი |
ლევან ვარდოსანიძე (დ. 5 ნოემბერი, 1925, ტყიბული — გ. 6 იანვარი, 1996) — ქართველი ინჟინერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
1949 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ექსპლუატაციის ფაკულტეტი. 1949 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სისტემაში. 1980-1985 წლებში იყო ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ტყიბულის მაჟორიტარი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლევან ვარდოსანიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევან ვარდოსანიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი