შინაარსზე გადასვლა

მალხაზ ბარამიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალხაზ ბარამიძე
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1935 (1935-03-18) (89 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ისტორიკოსი

მალხაზ ბარამიძე (დ. 18 მარტი, 1935, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი. 1958-1961 წლებში იყო ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ლაბორანტი. 1961-1966 წლებში იყო უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1966-1991 — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1991-1992 წლებში იყო არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული პარტია“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი როგორც აფხაზეთის არ-ის დეპუტატი. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2009 წლიდან არის პროექტის „აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო“ ავტორთა სამეცნიერო სათათბიროს წევრი. არის 140-მდე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი. სადოქტორო დისერტაციის თემა - „აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ძვ.წ. III-I ათასწლეულების ძირითადი პრობლემები“, დაიცვა 1998 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]