ანზორ საკანდელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანზორ საკანდელიძე
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1940 (1940-03-18) (83 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

ანზორ საკანდელიძე (დ. 18 მარტი, 1940, ქუთაისი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი.

1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1964-1981 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს ტრესტ „მშენინდუსტრიის“ № 1 რკინა-ბეტონის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერი, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, ასპირანტი, უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელ;ი, დოცენტი. 1981-1985 წლებში იყო ცეკავშირის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის „საქკოოპმშენის“ თბილისის რკინა-ბეტონის ქარხნის დირექტორი, ამავე ტრესტის მმართველის მოადგილე. 1985 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის თბილისის სამრეწველო საწარმოო კომბინატის დირექტორი, მთავარი ტექნოლოგი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]