ჯემალ ბერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯემალ ბერიძე
დაბადების თარიღი 13 აგვისტო, 1944 (1944-08-13) (79 წლის)
დაბადების ადგილი ოლადაური შუახევის რაიონი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ჯემალ ბერიძე (დ. 13 აგვისტო, 1944, სოფ. ოლადაური შუახევის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სოფელ ოლადაურის, შუახევის რაიონში. 1996 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1973 წელს ასპირანტურა, იგი 1973 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1973-1982 წლებში არის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის დოცენტი, ამავე დროს, პარალელურად იყო კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში.

1982-2009 წლებში იყო ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის გამგე, არის სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი 2009 წლიდან. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. კავშირგაბმულობის ქვეკომისიის თავმჯდომარე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. საგარეო-პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

სწორედ მისი ხელმძღვანელობით მომზადდა საქართველოს კანონი კავშირგაბმულობის შესახებ, აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, არის ტექნიკის მეცნიერების დოქტორი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კობა ამირხანაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015, გვ. 93, თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]