ლევან ჭილაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლევან ჭილაშვილი
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1930
დაბ. ადგილი გურჯაანი
გარდ. თარიღი 26 აპრილი, 2004 (73 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლევან ჭილაშვილი (დ. 17 აგვისტო, 1930, გურჯაანი — გ. 26 აპრილი, 2004) — ქართველი არქეოლოგი და ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, სადაც 1967 წლიდან მის გარდაცვალებამდე იყო პროფესორი. 1958 წელს ლევანმა მიიღო ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1967 წელს — ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1991 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ჭილაშვილი იყო თბილისის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი 1980-2004 წლებში. 1982 წელს დააჯილდოვეს სმა-ს სიმონ ჯანაშიას პრიზით. ლევან ჭილაშვილის მთავარი სამეცნიერო სფეროები იყო ანტიკური საქართველოს არქეოლოგია და ისტორია. 1995 წლიდან 2003 წლამდე ნეკრესში ჭილაშვილის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, მისი ვარაუდით, წინარექრისტიანული, I-III საუკუნეების ქართული წარწერები.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქალაქი რუსთავი“(მონოგრაფია), თბილისი, 1957.
  • „ძველი ქალაქი ურბნისი“ (მონოგრაფია), თბილისი, 1964.
  • „კახეთის ქალაქები“ (მონოგრაფია), თბილისი, 1980.
  • „არეში“ (მონოგრაფია), თბილისი, 1991.
  • „წინაქრისტიანული ხანის წარწერა ნეკრესიდან“. - ე. ხინთიბიძე „ქართველოლოგია“, N 7, თბილისი, 2000.