ლია კაცაძე
იერსახე
| ლია კაცაძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 15 მაისი, 1940 |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი |
| ეროვნება | ქართველი |
ლია კაცაძე (დ. 15 მაისი, 1940) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1982-1990 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის 29-ე საშუალო სკოლის მასწავლებლად. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).