შინაარსზე გადასვლა

ნოდარ ქარცივაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოდარ ქარცივაძე
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

ნოდარ ქარცივაძე (დ. 23 სექტემბერი, 1952, სოფ. ცივაძეები, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი (1979). 1992 წლის მარტიდან 1992 წლის ოქტომბრამდე შუახევის რაიონის გამგებელი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. 2004 წლის მაისიდან ნოემბრამდე კვლავ შუახევის რაიონის გამგებელია. 2006-2014 წლებში იყო შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (ფრაქცია „ჩვენი შუახევი“), 2014-2017 წლებში — შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“), 2017 წლიდან — შუახევის საკრებულოს წევრი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]