ალექსანდრე ჟღენტი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ალექსანდრე ჟღენტი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 აპრილი, 1945 |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
პროფესია | რეჟისორი, სცენარისტი |
ალექსანდრე ჟღენტი (დ. 4 აპრილი, 1945) — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი,პოლიტიკოსი.
1965-1971 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არაბული ქვეყნების ისტორიის სპეციალობაზე და ივანე კარპენკო-კარის სახელობის კიევის კინოსა და თეატრის ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე.
1972 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1990 წელს იყო ინიციატორი ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებისა. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2002 წელს იყო სპორტული კინოსა და ტელევიზიის მსოფლიო დღის დაარსების ინიციატორი.
ფილმების დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1970: „მონადირე“
- 1971: „ცოტნე დადიანი“
- 1977:„ამბავი აფხაზი ჭაბუკისა“
- 1980: „სტადიონი“ (დოკუმენტური),
- 1987: „გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!“ (დოკუმენტური)
- 1990: „პირველი ეროვნული“(დოკუმენტური)
- 1993: „საქართველოს ზარები“ (დოკუმენტური)
- 2011: „ქართული ფეხბურთი 110 წლისაა“ (დოკუმენტური)
ფილმების სცენარის ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1970: „მონადირე“
- 1977:„ამბავი აფხაზი ჭაბუკისა“
- 1980: „სტადიონი“ (დოკუმენტური)
- 1987: „გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!“ (დოკუმენტური)
- 1990: „პირველი ეროვნული“(დოკუმენტური)
- 1993: „საქართველოს ზარები“ (დოკუმენტური)
- 2011: „ქართული ფეხბურთი 110 წლისაა“ (დოკუმენტური)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ალექსანდრე ჟღენტი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ალექსანდრე ჟღენტი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი