ამირან ნადარაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამირან ნადარაია
დაბადების თარიღი 2 მაისი, 1927
დაბადების ადგილი დიდჭყონი
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 2012 (84 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ექიმი
ჯილდოები საქართველოს დამსახურებული ექიმი

ამირან ნადარაია (დ. 2 მაისი, 1927, სოფ. დიდჭყონი, მარტვილის რაიონი — გ. 9 აპრილი, 2012) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი. 1956–1959 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკური სანეპიდ-სადგური, სანეპიდ. განყოფილების გამგე, მთავარი ექიმის მოადგილე. 1959–1961 წლებში იყო თბილისის ჯანდაცვის სამმართველო, ექიმი-ინსპექტორი. 1961–1962 წლებში იყო თბილისის მე-11 პოლიკლინიკა, კარდიოლოგ-რენდგენოლოგი. 1962–1978 წლებში იყო თბილისის მე-7 კლინიკური საავადმყოფო, თერაპევტი. 1978–1991 წლებში იყო თბილისის მე-5 კლინიკური საავადმყოფო, კარდიოლოგიური განყოფილების გამგე, ხოლო 1991 წლიდან დღემდე – ამავე საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების კარდიოლოგიური განყოფილების გამგე. 1992–1994 წლებში იყო ბოგდანოვკის სანეპიდსადგურის სანიტარული ექიმი. 1994 წელს იყო ტყვარჩელის საქალაქო სანეპიდსადგური, მთავარი ექიმი. 1994–1996 წლებში იყო სოხუმის საქალაქო სანეპიდსადგური, მთავარი ექიმი. 1992 წელს აირჩიეს საქართველოს სახელმწიფოებრივ-ეროვნული მთლიანობის პარტია „სამშობლოს ფარის“ თავმჯდომარედ. 1992–1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სახელმწიფო პარტია – საქართველოს ეროვნული ერთიანობა „სამშობლოს ფარი“. იყო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და აგრეთვე თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]