თენგიზ კალანდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თენგიზ კალანდაძე
დაბადების თარიღი 1 აგვისტო, 1940 (1940-08-01) (80 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

თენგიზ კალანდაძე (დ. 1 აგვისტო, 1940) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა საქართველოს ვ. ი. ლენინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1963-1964 წლებში იყო ზეინკალი, ს/ყ 88. 1964 - 1966 წლებში იყო მეარმატურე, ინჟმშენის № 2 ტრესტში. 1966 - 1968 წლებში იყო ინჟინერი, ინჟმშენის № 1 ტრესტში. 1968 - 1971 წლებში იყო ინჟმშენში მეკუჭნავე, საწყობის გამგე. 1971- 1976 წლებში იყო თბილმეტალბაზის უფროსი მეკუჭნაევე. 1976 - 1987 წლებში იყო თბილმეტალბაზა, საწყობის გამგე, დირექტორის მოადგილე, კმგ გამგე, მთავარი ინჟინრის მოადგილე. 1987-1988 წლებში იყო მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების კომიტეტში განყოფილების გამგე. 1988 - 1992 წლებში იყო „საქლითონმომარაგების“ განყოფილების გამგე, გენდირექტორის მოადგილე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (აბაშის მაჟორიტარი). 1997-2002 წლებში იყო „საქლითონის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (აბაშის მაჟორიტარი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]