ცეზარ ჩოჩელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცეზარ ჩოჩელი
დაბადების თარიღი 10 იანვარი, 1968
დაბადების ადგილი ლენინგორი, სამხრეთ ოსეთის აო, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „პროგრესი და თავისუფლება“
მეუღლე/ები სვეტლანა ჩოჩელი[1]
შვილ(ებ)ი 3[1]

ცეზარ ჩოჩელი (დ. 10 იანვარი, 1968, დაბა ლენინგორი, ახლანდ. ახალგორი)[1]ქართველი ეკონომისტი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი.

1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვაჭრობის ეკონომიკის სპეციალობით. 1991-1997 წლებში ლუდსახარში „ლომისის“ აქციონერი. 1997-2002 წლებში — შპს „ლომისის“ დირექტორად.[1] 2002 წელს იყო დაბა ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე. 2002-2003 წლებში — ახალგორის რაიონის გამგებელი.

1991 წელს მეწარმეთა ჯგუფმა ცეზარ ჩოჩელის ხელმძღვანელობით დააარსა ლუდსახარში „ლომისი“. 2003-2005 წლებში მეწარმეთა ჯგუფმა ცეზარ ჩოჩელის ხელმძღვანელობით დააარსა კომპანია „ნატახტარი“.

სხვადასხვა წლებში მეწარმეთა ჯგუფებმა ცეზარ ჩოჩელის ხელმძღვანელობით დაარსეს კომპანიებო „დანდი“, გიფს-კარდონის ქარხანა, კომპანია „ინტერპლასტი“, „მიქსორი“, „ბარამბო“, „ბერტა“ და სხვები.

2010 წელი მეწარმეთა ჯგუფმა ცეზარ ჩოჩელის ხელმძღვანელობით აუქციონის წესით შეისყიდა და განაახლა რკინა-ბეტონის შპალის ქარხანა, ხოლო 2011 წელს - დააარსა კომპანია „ზედაზენი“.

2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ახალგორის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“. უფლებამოსილება დროზე ადრე შეუწყდა (19 თებერვალი, 2008) საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ორგანოებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში„მცხეთა-მთიანეთის მხარე“) სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად დანიშვნის გამო. თანამდებობიდან 2012 წლის 24 ნოემბერს გადადგა.[2]

2013 წლის 24 იანვარს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს. 26 იანვარს გაათავისუფლეს 200 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ.[3] 2015 წლის მარტში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული ორი სისხლის სამართლის საქმე დასრულდა, ყადაღა მოხსნილი აქვს ყველა კომპანიას, დარჩენილი იყო მხოლოდ „ბარამბო“.[4]

2016 წელს მონაწილეობას იღებდა საპარლამენტო არჩევნებში, კენჭს იყრიდა №37 საარჩევნო ოლქის (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მაჟორიტარად.[4] პირველ ტურში ხმების 39,75% (10062 ხმა) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[5] მეორე ტურშიც 49,92%-ით (13692 ხმა) მეორე ადგილზე გავიდა, დამარცხდა დიმიტრი ხუნდაძესთან.[6]

2020 წლის აგვისტოში ცეზარ ჩოჩელმა კახა ოქრიაშვილთან ერთად დააარსა პარტია „პროგრესი და თავისუფლება“.[7] მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პარტია ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ შეუერთდა და ცეზარ ჩოჩელი კენჭს ამ ბლოკის სახელით მცხეთა-მთიანეთის სამაჟორიტარო ოლქში იყრიდა.[8] 23 სექტემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ოფიციალურად წარადგინა მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.[9] მან ხმების 33,78% (17134) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[10] მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[11]

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ცეზარ ჩოჩელის დეკლარაცია. declaration.gov.ge (2005-05-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-28. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
  2. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი დააკავეს. for.ge (24 იანვარი, 2013). ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
  3. ცეზარ ჩოჩელი 200 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. netgazeti.ge (27 იანვარი, 2013). ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
  4. 4.0 4.1 ვინაა „ოცნების“ „რეალური“ კანდიდატი მცხეთაში? – ჩოჩელი VS ხუნდაძე. netgazeti.ge (24 აგვისტო, 2016). ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
  5. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები. ცესკო. results20161008.cec.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-29. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
  6. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები. ცესკო. results20161030.cec.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-16. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
  7. კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ (29 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
  8. ცეზარ ჩოჩელი „ძალა ერთობაშიას“ რიგებიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. droa.ge (4 სექტემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
  9. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-23). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
  10. 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.
  11. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.