გრიგოლ მიქელაძე
გრიგოლ მიქელაძე | ||
საქართველოს პარლამენტის წევრი | ||
---|---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | ||
დაიკავა | 18 ნოემბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია | |
დაბადებული | 30 ივლისი, 1954 | |
მოქალაქეობა | ![]() ![]() | |
ეროვნება | ქართველი | |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება | |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
გრიგოლ მიქელაძე (დ. 30 ივლისი, 1954) — ქართველი ინჟინერი და პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1954 წლის 30 ივლისს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამშენებლო მასალების ნაკეთობათა და კონსტრუქციების საწარმოთა მექანიკური მოწყობილობის სპეციალობით, შემდეგ დაამთავრა ბაქოს პარტიული სკოლა. 1974-1977 წლებში იყო რკინიგზის თბილისის N1 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მუშა. 1977-1983 წლებში იყო ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმის მუშა. 1983 წელს იყო თბილქალაქმშენის მე-14 ტრესტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი. 1983-1984 წლებში — თბილქალაქმშენის მე-14 ტრესტის მეორე სამმართველოს მთავარი ინჟინერი. 1984-1986 წლებში იყო ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლის მსმენელი. 1986-1987 წლებში იყო თბილისის კალინინის რაიონის საორგანიზაციო განყოფილების ინსპექტორი. 1987-1989 წლებში — ტრესტინჟმშენის პარტიული კომიტეტის მდივანი. 1989-1991 წლებში — საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო-საპროექტო სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1991-1992 წლებში იკავებდა შპს „ტრანსსერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. 1992-1996 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის საერთაშორისო გადაზიდვებისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე. 1996-2007 წლებში — შპს „საქრკინიგზაექსპედიციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2003-2016 წლებში იყო შპს „ტრანსსერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გრიგოლ მიქელაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გრიგოლ მიქელაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი