ანზორ სიჭინავა
იერსახე
| ანზორ სიჭინავა | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 12 მარტი, 1960 |
| დაბადების ადგილი | ლესიჭინე[1] |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ეროვნება | ქართველი |
ანზორ სიჭინავა (დ. 12 მარტი, 1960) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1977-1978 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეს ჩაის საბჭოთა მეურნეობის მუშა, 1982-1990 წლებში იყო სოფელ ლესიჭინეს საშუალო სკოლის მასწავლებელი, ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, 1990 წლიდან იყო ლესიჭინეს საშუალო სკოლის მასწავლებელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.