ალექსანდრე შუშანაშვილი
| ალექსანდრე შუშანაშვილი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 23 ივლისი, 1935 |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. |
| ეროვნება | ქართველი |
ალექსანდრე შუშანაშვილი (დ. 23 ივლისი, 1935) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1958-1961 წლებში იყო საქართველოს ალკკ თიანეთის რაიკომის მეორე მდივანი, რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1962-1964 წლებში იყო იურიდიულ მეცნიერებათა საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტი, 1965-1970 წლებში ეწევა მეცნიერულ მუშაობას, 1970-1976 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების უფროსი, რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე, 1976-1987 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, 1987-1990 წლებში ეწევა მეცნიერულ მუშაობას, 1990 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).