ფატი ხალვაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფატი ხალვაში
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1962 (1962-05-20) (61 წლის)
დაბადების ადგილი ხალა, ქობულეთის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა პოლიტიკოსი, ინჟინერი

ფატი ხალვაში (დ. 20 მაისი, 1962, ხალა, ქობულეთის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ინჟინერი და პოლიტიკოსი. საქართველოს ორი მოწვევის (2012, 2016) პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1962 წლის 20 მაისს, სოფელ ხალაში. 1979 წელს დაამთავრა სოფელ ხალას საშუალო სკოლა. 1980-1986 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ელექტრომანქანების ფაკულტეტზე და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია. 1979-1988 წლებში იყო ჩაქვის შემფუთავი ქარხანის მუშა. 1988-1998 წლებში — ჩაისუბნის საშუალო სკოლის ლაბორანტი, მასწავლებელი. 2010 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრული მანქანების სპეციალობით. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქობულეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბათუმის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]