საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი
გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი
დაფუძნდა 19 დეკემბერი, 2012
იდეოლოგია კონსერვატიზმი
ფერები         
შტაბ-ბინა ძმები კაკაბაძეების #2, თბილისი, საქართველო

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი — მემარჯვენე-კონსერვატიული მიმართულების პოლიტიკური პარტია საქართველოში[1]. მისი თავმჯდომარეა დავით თარხან-მოურავი, ხოლო გენერალური მდივანი — ირმა ინაშვილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„პატრიოტთა ალიანსი“ დაარსდა 2012 წლის დეკემბერში. 2013 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილი იყო „მესამე ძალა“ გამოჩენილიყო ქართულ პოლიტიკაში, რის გამოც კონსულტაციები გამართა სალომე ზურაბიშვილთან და ირმა ინაშვილთან.[2]

პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა პირველად მიიღო 2014 წელს, ადგილობრივ არჩევნებში. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თბილისის მერის არჩევნებში მეოთხე ადგილი დაიკავა ხმების 5%-ზე მეტით. პარტიამ თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში ხმათა 6,34% მიიღო, საარჩევნო ბარიერი გადალახა და ორი წევრი გაიყვანა დედაქალაქის საკრებულოში. თბილისის საკრებულოს დეპუტატები გახდნენ სოსო მანჯავიძე და მანუჩარ მაჩაიძე. ქვეყნის მასშტაბით საკრებულოთა პროპორციულ არჩევნებში საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა 4.72% დააგროვა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოიპოვა საკრებულოს მანდატები.

პარტიის კანდიდატებმა მეორე შედეგი აჩვენეს და მეორე ტურში დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების კანდიდატებს ფოთში, ოზურგეთში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტსა და ხულოს მუნიციპალიტეტში მერების და გამგებლების პოსტის დასაკავებლად, თუმცა მეორე ტურში ყველგან დამარცხდნენ.

2016 წლის 8 ოქტომბერს პატრიოტთა ალიანსმა მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში, სადაც მესამე შედეგი აჩვენა 5,01%-ით და პროპორციული სიით პარლამენტში 6 დეპუტატი გაიყვანა.

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
2014 ადგილობრივი 4,72% მეოთხე შედეგი
2016 საპარლამენტო 5,01% მესამე შედეგი
2017 ადგილობრივი 6,56% მეოთხე შედეგი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]