ბექა ოდიშარია
ბექა ოდიშარია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 სექტემბერი, 1974 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ |
ბექა ოდიშარია (დ. 2 სექტემბერი, 1974, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, იურისტი, პოლიტიკოსი.
1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ხოლო 2002 წელს თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით.
2003 წელს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი - ბუდაპეშტის სამართლის საერთაშორისო აკადემია - „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“. 2005 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტი - „ნედლი ნავთობის გადამუშავების სრული კურსი“. მუშაობდა TBC TV-ში პროექტის მენეჯერად; 2004 წელს დაინიშნა ნავთობის ეროვნული კომპანია „საქნავთობის“ დირექტორად; ბოლო 12 წლის განმავლობაში ეკავა ნავთობის ეროვნულ კომპანია „საქნავთობში“ სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა. მუშაობდა საქართველოს გადამხდელთა კავშირში (ბიზნესმენთა ფედერაცია) ჯერ აღმასრულებელ დირექტორად, შემდეგ თავმჯდომარის მოადგილედ; 1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატების უფროსი; 2005-2009 წლებში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, შპს „იორის ველის ნავთობი და გაზის“ გენერალური დირექტორი; 2010 წლიდან კომპანია Jindal Petroleum Operating Company LLC-ის გენერალური დირექტორი. მისი დირექტორობის პერიოდს უკავშირდება უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებული უმსხვილესი 160-მილიონიანი ინვესტიცია; 2013 წლიდან დღემდე არის ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში და ის ამ რანგში გააგრძელებს მოღვაწეობას 2021 წლამდე; არის რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (მთაწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბექა ოდიშარია Facebook-ზე
- ბექა ოდიშარია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბექა ოდიშარია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
|