გუგული მაღრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გუგული მაღრაძე
დაბადების თარიღი 9 აპრილი, 1945 (1945-04-09) (75 წლის)
დაბადების ადგილი წყალტუბო, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა ფილოლოგ-ფსიქოლოგი; საქართველოს პარლამენტის VI, VIII და IX მოწვევების დეპუტატი

გუგული მაღრაძე (დ. 9 აპრილი, 1945, წყალტუბო) — ქართველი ფსიქოლოგი, პოლიტიკოსი.

1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1974 წელს დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი და 1997 წელს სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი.

1964-1968 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად; 1964-1969 წლებში იყო დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდიანტი; 1978-1981 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის არასრულწლოვანი დამნაშავეების ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ; 1992-1998 წლებში ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის პრესსამსახურის უფროსად; 1994-1997 წლებში იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგედ; 1995-1998 წლებში საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის პრორექტორია; 1981-2001 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია; 2000-2001 წლებში აშშ-ს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია; 2001-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგეა. 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კონფლიქტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. არის 2 მონოგრაფიის — „სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა“ (1980); „სოციალური გავლენების ფსიქოლოგია“ (2007) და სახელმძღვანელოს – „კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა“ (2005) ავტორი. 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა“; სადოქტორო დისერტაციის თემა კი („უმრავლესობის და უმცირესობის ურთიერთობის ფსიქოლოგიური კანონზომიერებები“) დაიცვა 1992 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]