პეტრე მამრაძე (პოლიტიკოსი)
პეტრე მამრაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 სექტემბერი, 1952 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ფიზიკოსი, პოლიტიკოსი |
ჯილდოები |
![]() |
პეტრე მამრაძე (დ. 8 სექტემბერი, 1952, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. ღირსების ორდენის კავალერი (2006).
1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1975 წელს იყო საქსახლწყალ–პროექტის პროგრამისტი. 1975-1995 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი. 1992 იყო წელს ვიცე-პრემიერის თანაშემწე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მწვანეთა პარტია“. 1995 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის ხელმძღვანელი. 1995-2003 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო კანცელარიის უფროსი. 2003-2008 წლებში იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. არის მრავალი პუბლიკაციური წერილის ავტორი და 14 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. 1992 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა: „ანიჰილაციის ფუნდამენტური პროცესები ზეძლიერ მაგნიტურ ველებში“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პეტრე მამრაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- პეტრე მამრაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
|