გერმანე ფაცაცია
გერმანე ფაცაცია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 აგვისტო, 1951 |
დაბადების ადგილი |
ახალდაბა, ოჩამჩირის რაიონი, საქართველოს სსრ, ![]() |
გარდაცვალების თარიღი | 10 სექტემბერი, 2013 (62 წლის) |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
გერმანე ფაცაცია (დ. 20 აგვისტო, 1951, სოფელი ახალდაბა, ოჩამჩირის რაიონი — გ. 10 სექტემბერი, 2013) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი.
1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1973-1977 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1977-1983 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1983-1990 წლებში იყო პოლიტოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე. 1991-1996 წლებში იყო დირექტორი. წლების მანძილზე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ, სამეცნიერო და სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას. არის წიგნების და 200-ზე მეტი სტატიის ავტორი. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი. დისერტაციის თემა „ცოდნის თეორიული და ემპირიული დონეების თანაფარდობა სოციოლოგიაში“, რომელიც დაიცვა 1981 წელს. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (აფხაზეთიდან მაჟორიტარი) და 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (აფხაზეთიდან მაჟორიტარი).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გერმანე ფაცაცია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გერმანე ფაცაცია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა)
- გერმანე ფაცაცია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს მე-3 მოწვევა)
- გერმანე ფაცაცია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს მე-4 მოწვევა)
- გერმანე ფაცაცია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს მე-5 მოწვევა)
- გერმანე ფაცაცია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
|
|
|
- ლუაზე დაფუძნებული თარგები
- თარიღი, დროისა და კალენდრით თარგები
- დაბადებული 1 იანვარი
- დაბადებული 1953
- გარდაცვლილი 10 სექტემბერი
- გარდაცვლილი 2013
- საქართველოს რესპუბლიკის I მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში დაბადებულები