ზაურ კოსტავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზაურ კოსტავა
დაბადების თარიღი 27 იანვარი, 1953 (1953-01-27) (67 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ზაურ კოსტავა (დ. 27 იანვარი, 1953) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1970-1972 წლებში იყო „საქმთავარენერგოს“ ოზურგეთის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ბათუმის უბნის მუშა, ოსტატი. 1980-1986 წლებში იყო ტრესტ „საქკომუნსპეცმშენის“ ოზურგეთის სპეციალიზებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი. 1986-1990 წლებში იყო ბუნების დაცვის ოზურგეთის სარაიონთაშორისო კომიტეტის უფროსი ინჟინერი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]