პაატა დავითაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაატა დავითაია
დაბადების თარიღი 16 თებერვალი, 1974 (1974-02-16) (50 წლის)
დაბადების ადგილი გულრიფში, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი
ეროვნება ქართველი

პაატა ოთარის ძე დავითაია (დ. 16 თებერვალი, 1974, გულრიფში) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი, იუსტიციის გენერალ-მაიორი (2003), იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2006).

1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო პოლიციის გამომძიებელი (1992-1993), სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს გამომძიებელი (1992-1996), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მთავარი სახელმწიფო მრჩეველი (დევნილობაში; 1996–2001), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, აპარატის უფროსი (2001–2002), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი (დევნილობაში; 2002–2003), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და I მოადგილე (დევნილობაში; 2003–2004), 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“. 2006 წლის მაისიდან პოლიტიკური პარტია „ჩვენ თვითონ“–ის (შემდეგ ეწოდა „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“) თავმჯდომარე. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სეპარატიზმის პრობლემა საქართველოში : ისტორია და თანამედროვეობა (თანაავტორი) // ნაწ. 1. - თბილისი, აკადემია, 2003. - 332გვ.. - ISBN 99928-0-547-1.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]