ოთარ ზუხბაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოთარ ზუხბაია
დაბადების თარიღი 7 სექტემბერი, 1940
დაბადების ადგილი გალი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვალების თარიღი 27 ივლისი, 1995 (54 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ოთარ ზუხბაია (დ. 7 სექტემბერი, 1940, გალი — გ. 27 ივლისი, 1995) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით, ხოლო 1984 წელს სკკპ ცენტრალური კომიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია (დაუსწრებლად). 1963–1974 წლებში მუშაობდა საქქალაქმშენპროექტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1978–1980 წლებში იყო საქართველოს კპ გალის რაიკომის პირველი მდივანი, 1980–1985 წლებში იყო საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი, 1985–1987 წლებში მეორე მდივანი, 1987-1989 წლებში — აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, 1989–1991 წლებში იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს საგანგებო სიტუაციების განყოფილების გამგე. 1991–1995 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე საერთო საკითხებში. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]