გურამ პაპუნიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურამ პაპუნიძე
დაბადების თარიღი 2 აპრილი, 1944
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

გურამ პაპუნიძე (დ. 2 აპრილი, 1944) — ქართველი მეწარმე, პოლიტიკოსი.

1970 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1960-1961 წლებში იყო ქედის კოლმეურნეობის წევრი. 1970-1980 წლებში იყო საქართველოს კვების მრეწველობის საეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, უფროსი ინჟინერი, მეცნიერ-მუშაკი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი. 1981 წლიდან იყო სუბტროპიკული ნაყოფის შენახვისა და გადამუშავების სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტულ-საკუნსტრუქტორო ინსტიტუტის დირექტორი, აჭარის აგრო-სამრეწველო კომპლექსის რეგიონალური სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]