ცოტნე ზურაბიანი
ცოტნე ზურაბიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 სექტემბერი, 1984 |
დაბადების ადგილი | წყალტუბო, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება“ |
საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი |
ცოტნე ზურაბიანი (დ. 28 სექტემბერი, 1984, წყალტუბო) — ქართველი დიპლომატი, პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალობით.
2004-2008 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტი“, ადამიანის უფლელებების დაცვის მიმართულება; 2009-2010 წლებში სწავლობდა ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ევროპათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა; 2010-2011 წლებში სწავლობდა ბრემენის სახელმწიფო უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც ეკონომიკისა და ევროპული კანონმდებლობის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა; 2012-2013 წლებში მუშაობდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; 2014 წელს უშაობდა ქ. თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი; 2015 წელს კი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მრჩევლად. არის 4 პუბლიკაციის ავტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ცოტნე ზურაბიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ცოტნე ზურაბიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)